საზოგადოება
24.12.2021 12:01
მეღვრეკისის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლაფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 320-330 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებათ.
კვირის ამბები