კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატების გამო, იტალიაში შეზღუდვები გამკაცრდა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალა ყველა სახის საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიება.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანსას განაცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო გახდა ღია სივრცეშიც.
იტალიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის ნიღბების გამოიყენების რეკომენდაცია გაიცა.
იკრძალება ღია ცის ქვეშ დაგეგმილი კონცერტები და სხვა საჯარო ღონისძიებები, დღეიდან იხურება დისკოთეკები და საცეკვაო კლუბები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსის 44 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 168 ადამიანი დაიღუპა.