ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 976 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 920 617-ს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 076 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 876 254-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 13 367 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა - 145, იმერეთი - 246, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 117, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 970, საიდანაც 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 227 პირი.