რეგიონი
05.12.2019 23:25
შიდა ქართლის მასშტაბით, მიმდინარე წელს, 67 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, არაერთი პროექტია დაგეგმილი 2020 წელს - გიორგი ხოჯევანიშვილი

რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში რამდენიმე ათეულ საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები,  67 სკოლაში 81 პროექტი განხორციელდა. ეს არის იმ რეფორმების ნაწილი, რომელსაც  ჩვენი ხელისუფლება განათლების სფეროში ატარებს - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას. შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ამ ეტაპზე, რამდენიმე სკოლის მშენებლობაც მიმდინარეობს და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალი პრიორიტეტების შერჩევა ხდება.  

,,2019 წელს, რეგიონის მასშტაბით, 67 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, ბუნებრივია, ეს გახლდათ სხვადასხვა მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში კეთილმოეწყო სველი წერტილები, გათბობის სისტემები, შეიცვალა სახურავები, კარ-ფანჯარა და ელექტრო გაყვანილობა. ასევე, რამდენიმე სკოლაში მოეწყო ღია სპორტული მოედანი და მოწესრიგდა ეზო.

გაიხსნა რამდენიმე ახალი სკოლაც, მაგალითად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის სკოლა, რომელიც საკმაოდ მაღალი სტანდარტების შენობაა, ასევე, რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს სკოლის მშენებლობა - წინარეხში, კოდისწყაროში, მეჯვრისხევში. პრიორიტეტები წინასწარ განვსაზღვრედ და ამგვარად შეირჩა პირველ და მეორე ეტაპზე განსახორციელებელი პროექტები და ობიექტები. ბუნებრივია, სამუშაოები გაგრძელდება 2020 წელსაც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს ექნებათ კეთილმოწყობილი, თანამედროვე გარემო სწავლისთვის და განვითარებისთვის და  ზოგადად, ეს არის იმ რეფორმების ნაწილი, რომელსაც  ჩვენი ხელისუფლება განათლების სფეროში ატარებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2019 წლისთვის რა პრიორიტეტებიც განისაზღვრა რეგიონში, ასი პროცენტით არის შესრულებული. ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, ვგეგმავთ, განვიხილავთ პრიორიტეტებს და სამუშაოები კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ,,მაესტროს“ ეთერში შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კვირის ამბები