საზოგადოება
23.12.2021 22:46
24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, 63-ვე მუნიციპალიტეტში საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყობა. ტერიტორიაზე განთვასდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
საღამოს საათებში, როგორც ადგილობრივი, ასევე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები.
ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ღონისძიებებზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიება გორში 7 იანვარს გაიმართება.

კვირის ამბები