საზოგადოება
23.12.2021 13:01
გორის მერია, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობას 2022 წელსაც დაუფინანსებს
გორის მერია, მოქალაქეებს, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას და სოციალურ დახმარებას 2022 წელსაც სთავაზობს. შესაბამისი დოკუმენტი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. რაც შეეხება შემწეობის მიმღებთა კატეგორიას, დახმარებები განკუთვნილია იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
„ჩვენი უწყება ასევე ცდილობს, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი დახმარებებით ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუმარტივოს.დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები