საზოგადოება
23.12.2021 11:17
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 918 641-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 291, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 142, გურია - 79, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1 336 პაციენტის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის - 6.43% ხოლო 7 დღის - 5.94%.

კვირის ამბები