ბადრი ციქუბაძემ საკუთარი გამოგონების - ჩირის საშრობი ENLILI-სთვის პირველი გრანტი მიიღო
ახალგაზრდა ფერმერმა და მეწარმემ, ბადრი ციქუბაძემ საკუთარი გამოგონების - ჩირის საშრობი ENLILI-ს გასაუმჯობესებლად პირველი გრანტი მიიღო. საქმიანობის ხელშეწყობისთვის, ციქუბაძეს, მაღალი ხარისხის მრავალფუნქციური დანადგარები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გადასცა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოხსენებული ჩირის საშრობი ბადრი ციქუბაძემ თითქმის ორი წლის წინ შექმნა. ინტერნეტის საშუალებით მოიძია კონსტრუქციები, თავადვე გაერკვა სხვადასხვა ტექნიკურ ნიუანსში და ENLILI-ის პირველი პროტოტიპიც შექმნა. რადგან სისტემა ჰაერის ცივი და ცხელი ჰაერის სინქრნულ დაქროლვაზე მუშაობდა, შუმერების ქარის ღვთაების სახელი ,,ენლილი“ დაარქვა, შემდეგ კი, სატესტო რეჟიმში სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის და მცენარეების გამოსაშრობად გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებების შეიტანა და როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე აპარატი იდეალურად მუშაობს.
„წელს უამრავი პროექტი დავწერე, ზოგიერთში შეფასების პრველი ეტაპი წარმატებით გავიარე, მეორე ვეღარ. ზოგმა ორგანიზაციამ მომწერა არ დაფინანსების მიზეზები, ზოგიც საერთოდ არ შემხმიანებია. ხანდახან ვფიქრობდი- ხომ არ შევეშვა ამ პროექტების წერას, მაინც არაფერ გამიოდისთქო. მერე ისევ იმ აზრზე დავდგებოდი - ზოგჯერ ცდა ჯობს არაცდასო. ძნელია ვინმე დაარწმუნო, რომ 21 კვადრატული მოცულობის გარაჟში სერიოზულ საქმეს აკეთებ.
და აი გამოჩნდა პროექტი. შევავსე საგრანტო განაცხადი, მოვიდნენ, შეამოწმეს წარმოება, ადგილზე ნახეს ნაწარმი და ის პრიმიტიული იარაღი რითიც ვმუშაობდი და თქვეს- ეს ბიზნესი იმსახრებს შანსის მიცემასო. გადმომეცა მაღალი ხარისხის მრავალფუნქციური დანადგარები, რაც საუშაო იარაღზე საჭიროების მნიშვნელოვან წილს დამიკმაყოფილებს. შრომას გამიადვილებს, პროცესს დააჩქარებს და პროდუქტის სასაქონლო სახეს კიდევ უფრო დავხვეწავ “, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ბადრი ციქუბაძემ.