კულტურა
22.12.2021 16:48
გორის თეატრში დღეს პრემიერაა - 19:00 საათზე მაყურებელი „ვენეციელ ვაჭარს“ იხილავს
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. დღეს და ხვალ, 22- 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, მაყურებელი თეატრის დიდ სცენაზე, „ვენეციელ ვაჭარს“ იხილავს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ზემოხსენებული სპექტაკლი გორის თეატრის სცენაზე თანამედროვე რეჟისორმა გოგა თავაძემ დადგა. რაც შეეხება სპექტაკლის მონაწილეებს და შესრულებულ როლებს, წარმოდგენაში გორის თეატრის წამყვანი მსახიობები მონაწილეობენ: გრაციანოს როლს თორნიკე ლაზაშვილი ასრულებს, ლორენცო-ზაზა თედელურია, ნერისა - მარიამ არღუთაშვილი, არაგონის პრინცი - ამირან ქაჩიბაია, თობალი - კობა კოპაძე, მთავარი - კახა ბერიძე, რეჟისორი, ლანჩელოტი, ციხის მცველი - ზვიად მაღალაშვილი, ჯესიკა - ქეთი ლუარსაბიშვილი, ბასანიო - დაჩი ბაბუნაშვილი, პორცია - თეკლა მარჯანიშვილი, შაილოკი - გიორგი გოგუაძე, ანტონიო კი, ომარ ბექაური გახლავთ.
როგორც თეატრში აცხადებენ, უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ პირველად დაიდგმევა გორის თეატრის სცენაზე, ამიტომ სამსახიობო დასმა შექსპირის ნაწარმოების მომზადებისას განსაკუთრებული მობილიზება გამოიჩინა.
კვირის ამბები