ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, 5 და 6 ოქტომბერს „ევროპის მემკვიდრეობის დღეებს“ წარმოგიდგენთ. აქტივობის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:
5 ოქტომბერს, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწაავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა - „ევროპის ქვეყნების ღირსშენაშნაობები“ გაიმართება.
წარმოდგენილი ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 12:00 დან 17:00 საათამდე შეეძლება. ამავე დღეს, 17:00 საათზე დაიწყება სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი, სადაც ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები შესრულდება.
6 ოქტომბერს, 12:00 საათზე კი, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, კულტურის განყოფილება მაყურებელს თოჯინების თეატრს - ,,წითელქუდას“ წარმოუდგენს.