საზოგადოება
22.12.2021 13:44
შესაძლოა, სრულად ვაქცინირებულად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც „ბუსტერ“ დოზა ექნება გაკეთებული - ამირან გამყრელიძე

იმუნიზაციის საბჭო განიხილავს საკითხს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც „ბუსტერ“ დოზა ექნება გაკეთებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განცხადა.

გამყრელიძის თქმით, ბოლო კვლევებით დადასტურებულია, რომ „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზას „ომიკრონის“ მიმართ მაღალი დამცველობითი უნარი აქვს, რის გამოც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებს.

„მივმართავთ მოსახლეობას იჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი „ბუსტერ“ დოზაა გაკეთებული. ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ არცილი ადამიანი, არამედ „ბუსტერიზირებული“. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან „ბუსტერ“ დოზით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები