საზოგადოება
22.12.2021 12:37
თოვლის სახით მოსული ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად კეთილმოწყობის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
გორის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საავტომობილო გზებზე, ხიდებზე და გზაჯვარედინებზე მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი.
 
„გორში მოსული თოვლის გამო, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პრობლემურ მონაკვეთებზე მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი, სამუშაოები დღეს დილიდანაც განახლდა და ტექნიკური მარილი უკვე დაიყარა ხიდისთავი-გორის დამაკავშირებელ და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზებზე“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
კვირის ამბები