საზოგადოება
22.12.2021 12:06
გორის მერიამ სოფელ კარბში მცხოვრებ კაპანაძეების ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა, სოფელ კარბში, კაპანაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კაპანაძეებს სასურსათო პაკეტები გადასცეს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტის მერია კაპანაძეების ოჯახს, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ კაპანაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახში 4 მცირეწლოვანი იზრდება და მათი შემოსავლის წყარო სოციალური დახმარების თანხა და ოჯახის შშმ პირის პენსიაა.

კვირის ამბები