საზოგადოება
22.12.2021 11:03
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
 
ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 869 411.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 204, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 174, გურია - 99, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1 350 პაციენტის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის - 6.58% ხოლო 7 დღის - 6.19%.

კვირის ამბები