საზოგადოება
21.12.2021 12:05
გორის სპორტის სასახლემ „ფალავანთა ფალავნობა 2021 - ს“ უმასპინძლა, აბსოლუტური ფალავანი გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დააჯილდოვა
გორის სპორტის სასახლემ „ფალავანთა ფალავნობა 2021 - ს“ უმასპინძლა.
აბსოლუტურ ფალავნობას გორის სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ერთგულ გულშემატკივართან ერთად თვალს ადევნებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული სპორტის მესვეურები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები.
როგორც დამსწრეებმა აღნიშნეს, გორის სპორტის სასახლში შეკრებილმა ჭიდაობის გულშემატკივარმა ქართული ჭიდაობის აბსოლუტური ფალავნების, ძიუდოსა და სამბოში ევროპის ჩემპიონების და მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორების მონაწილეობით საინტერესო და საკმაოდ დაძაბული სანახაობა იხილა.
2021 წლის აბსოლუტური ფალავნობა ონისე ბუღაძემ, უკვე მეორედ მოიპოვა.
2021 წლის აბსოლუტურ ფალავანს ონისე ბუღაძეს გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერიის თასი გადასცა.
საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ კი, გამარჯვებულები სოლიდური საპრიზო თანხებით დააჯილდოვა.
კვირის ამბები