საზოგადოება
20.12.2021 15:43
გორის №10 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ხუთი ვაკანსიაა

სსიპ - ქალაქ გორის №10 საჯარო სკოლა ოთხი სხვადასხვა სპეციალობის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.


II, V, VI, VII, VIII, IX კლასებში, გორის მეათე საჯარო სკოლა მუსიკის ორ პედაგოგს ეძებს. განცხადების პირობების მიხედვით, დამსაქმებელს  500-700 ლარი აქვს  გათვალისწინებული.

კიდევ ერთი ვაკანსია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგის პოზიციაზეა გამოცხადებული. შერჩეულ კანდიდატს
II, V, VI, VII კლასებში მოუწევს მუშაობა კვირაში 9 საათიანი დატვირთვით, რისთვისაც ანაზღაურება 200-300 ლარი იქნება.

მეათე საჯარო სკოლა ასევე, პედაგოგს იწვევს დაწყებით კლასებში სამუშაოდაც. შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში 12 საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებას
300-400 ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.

ზემოხსერნებულ სკოლაშია უცხოური ენის (ფრანგულის) პედაგოგის ვაკანსიაც. 6-საათიანი დატვირთვის შემთხვევაში, დასაქმებულს 100-200 ლარამდე ექნება ანაზღაურება.

ცნობისთვის, აღნიშნულ ვაკანსიებზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ხუთივე ვაკანტურ პოზიციაზე მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 24 დეკემბერს ეწურებათ.

განცხადებების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით.

 

 

კვირის ამბები