საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადაება ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა.
„ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“. აუცილებელი იქნება, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერ აიცრება, გაიკეთოს „ბუსტერი“. საკოორდინაციო საბჭოში ჩვენ შევალთ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერი“ იყოს ყველასთვის აუცილებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.