საზოგადოება
20.12.2021 13:57
სკოლებში საახალწლო არდადეგები 17 იანვრამდე გაგრძელდება

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021-2022 სასწავლო წლის უქმე დღეები უკვე დადგენილია, მათ შორის, ცნობილია არდადეგების პერიოდიც.

მიმდინარე სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და მომავალი წლის 14 იანვარს დასრულდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 14 იანვარი პარასკევია, სკოლებში სწავლა 17 იანვრიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის გავრცელების გამო, გასულ წელს, ზამთრის არდადეგები რამდენჯერმე გახანგრძლივდა, ასევე, რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისტანციურად სწავლა უწევდათ.

კვირის ამბები