გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გასტანს, - ამის შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
„სასწავლო წლის დასაწყისში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის არდადეგებისთვის გაგვეთვალისწინებინა 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლის არსებული პერიოდი. შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა, მოგეხსენებათ, 7 იანვარი პარასკევია და შესაბამისად, სასწავლო პროცესს 10 იანვარს განვაახლებთ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.