სამართალი
05.12.2019 16:37
არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები

GMnews-ის ინფორმაციით არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონების მშობლებიც არიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 17:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგია ჩაინიშნული, სადაც ძალოვანები განცხადებას სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთდებენ.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 პირი 19 სექტემბერს დააკავა, მათ შორის უცხოეთის 2 მოქალაქე და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვნების მშობლები და ოჯახთან დაახლოები პირები.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 143 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას გულისხმობს.

კვირის ამბები