საზოგადოება
20.12.2021 11:27
გორის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აინთო.

ნაძვის ხის ანთების პროცესში გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ცერემონიას ასევე ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. ბავშვებისთვის კი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი ცენტრის „ქიდსლენდის“ ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა სხვადასხვა სანახაობა გამართეს.  

წუხელ ჩაირთო ასევე საახალწლო ილუმინაციები მთელი ქალაქის მასშტაბით.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 31 დეკემბერს საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება.

კვირის ამბები