საზოგადოება
20.12.2021 11:04
ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 45 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 1 296 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 910 456-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 127 პირი და  გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 863 076-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 13 116 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა - 122, იმერეთი - 197, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 56, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 34 238, საიდანაც
5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 430 პირი.

კვირის ამბები