კულტურა
19.12.2021 15:59
ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული „ნიჭიერის“ გამარჯვებულია

გორელი მოზარდის თავბრუდამხვევი წარმატება გრძელდება - უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი, ამჯერად ამერიკული „ნიჭიერის“ გამარჯვებულია.
„უბედნიერესი ვარ! კონექტიკუტის „ნიჭიერში“ გავიმარჯვე. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მხარდაჭერისათვის, ყველანაირი სირთულე გადავლახეთ, ყველანაირი გამოწვევა და კონკურენცია და შევძელით გამარჯვება. უბედნიერესი ვარ, რადგან დღევანდელმა დღემ მე მომცა მოვალის რწმენა, ეს არის პირველი კონკურსი გარკვეული პაუზის შემდეგ და ამიტომ, ორმაგად ვნერვიულობდი, ამას დაემატა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს საგულშემატკივროდ სხვა შტატებიდან და ძალიან მინდოდა, რომ ისინი მესახელებინა და გამარჯვებით დასრულებულიყო ეს ყველაფერი! და ასეც მოხდა, უფალი ჩვენთანაა“, - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული შტატის - კონექტიკუტის „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.

 

კვირის ამბები