საზოგადოება
17.12.2021 15:14
2021 წელს გორის მუნიციპალიტეტში 18 სკვერი მოეწყო

ჭალის დასახლებაში ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა დასრულდა. აღნიშნული რეკრეაციული სივრცე ერთ-ერთია იმ 18 სკვერს შორის, რომელიც 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, დაიგო დეკორატიული ქვაფენილი, დამონტაჟდა ატრაქციონები, კალათბურთის ფარები, დასასვენებელი სკამები, განათება და ფანჩატური.

ცნობისთვის, ჭალის დასახლებაში სკვერის მოწყობის პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა.  

შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“-ის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა და ჯამში 44 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გამოყოფილი თანხით დაფინანსებული პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

კვირის ამბები