Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 979 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 904 181-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 470 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, საქართველოში ვირუსს ჯამში 12 971 პირი ემსხვერპლა.
ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 493, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 207, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი - 137, მცხეთა-მთიანეთი - 81, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624, საიდანაც 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 447 პირი.