მეტეოროლოგების ცნობით, 17 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და დაბალი ტემპერატურა. დღისით, ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ნავარაუდევია -1 გრადუსი ყინვა. დღის მეორე ნახევარში, 17-დან 19 საათამდე მოსალოდნელია ნალექიც.
ღრუბლიანი ამინდი და +7 გრადუსია ნავარაუდევი 18 დეკემბერსაც, 20:00 საათიდან კი მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.
გორის მუნიციპალიტეტში წვიმა, ღრუბლიანობა და მხოლოდ +5 გრადუსია 19 დეკემბერსაც.
რაც შეეხება 20 დეკემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი და ტემპერატურაც +9 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა, სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 21-22 დეკემბერს გორში კვლავ ნალექი - წვიმა და თოვლჭყაპი, ღრუბლიანობა და ტემპერატურის მკვეთრად კლებაა მოსალოდნელი.
21 დეკემბერს გორში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +4 გრადუსს, 22 დეკემბერს კი მხოლოდ +1 გრადუსს მიაღწევს.