საზოგადოება
16.12.2021 14:55
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის მაკულატურის კონკურსი გამოცხადდა

16 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბის ინიციატივით, CENN, მწვანე საჩუქარი, კომპანია „ტენე“ და საზოგადოება „ბილიკი“ გორის მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის მაკულატურის კონკურსს აცხადებენ.

კონკურსის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეაგროვონ მაკულატურა, წარმოადგინონ ინფორმაცია შეგროვებული მაკულატურის რაოდენობის შესახებ და მოიპოვონ პრიზები.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მაკულატურის კონკურსის გამარჯვებულები გორის საახალწლო გამოფენის ფარგლებში, 30 დეკემბერს გამოვლინდებიან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე

ღონისძიება ტარდება CENN-ის მიმდინარე პროექტების ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ და „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები