საზოგადოება
16.12.2021 14:25
„დელტასგან“ განსხვავებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი მაღალია - ივანე ჩხაიძე

„ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ეს „დელტას“ დროს იყო, - ამის შესახებ მიხ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში „მეექვსე ტალღაც“ დაფიქსირდეს, თუმცა ეს იქნება ტალღა, რომელსაც ადამიანები უმეტესად სახლში ან აბულატორიულად გადაიტანენ და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაცია არ იქნება საჭირო.

„ომიკრონის“ შემთხვევაში საავადმყოფოში მოხვედრის და ინფიცირების რისკი პირველ რიგში, ბავშვებში არის მაღალი, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს „დელტა“ ვარიანტის“ შემთხვევაში იყო, თუმცა, კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისევე დიდებში მსუბუქია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ვაქცინები არა ინფიცირებისგან დაცვის თვალსაზრისით, არამედ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით მოქმედებენ.

კვირის ამბები