საინტერესო ამბები
16.12.2021 13:48
რუსეთში ფიფქიას ფიგურა დადგეს რომლისაც ბავშვებს ეშინიათ
საახალწლოდ, ქუჩებში, ზღაპრის გმირების ფიგურებისა თუ სანტა კლაუსის დამხმარე ელფების გამოსახულებებისა და ილუმინაციების მონტაჟი, ძირითადად, ბავშვებისთვის დადებითი განწყობის შექმნაზეა გათვლილი. ალბათ, მსგავსი მიზნით დადგეს რუსეთში, ქალაქ კოსტრომაში ფიფქიას ფიგურაც, თუმცა, ადგილობრივები სხვადასხვა სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბავშვებს ფიფქიის ეშინიათ და ქალაქის ადმინისტრაციას ფიგურის შეცვლას ან დემონტაჟს სთხოვენ. რაც შეეხება ადგილობრივი ადმინისტრაციის პასუხს, მათი განცხადებით, ისინი ფიფქიას ფიგურის შეცვლას არ გეგმავენ.
კვირის ამბები