2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 3 449 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. GMnews - ის ინფორმაციით, ექსპორტირებული პროდუქციის 90 %-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლის მოსავალი შეადგენს. რაც შეეხება ქვეყნებს სადაც ქართული ხილი გავიდა, გეტყვით რომ საქართველოდან ვაშლის ექსპორტი, თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,443 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი კი, სომხეთში განხორციელდა.
უნდა აღინიშნოს, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან, 700 ჰექტარი პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლში გაშენდა.