ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ინფიცირების 3 123 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 901 202-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 215 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 12 918 პირი ემსხვერპლა.
ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა - 243, იმერეთი - 481, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 211, გურია - 88, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 214, კახეთი - 160, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 39 168, საიდანაც 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 476 პირი.