ახალგაზრდულ საკითხებსა და დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე სასაუბროდ გორის მერის მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდა
პროექტის „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ახალგაზრდებს შეხვდა. ზემოხსენებულ პროგრამაში აქტიურად ჩართულ პირებს თამაზ შიოშვილი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, ახალგაზრდულ საკითხებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, პროგრამა მიზნად ისახავს ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, გაძლიერებასა და მათ აქტიურ მონაწილეობას ადამიანის უფლებების დაცვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. პროგრამა „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერა“ FID ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა და შვედეთის გაეროს ასოციაციის მიერ ფორუმ სიდ/სიდას ფინანსური მხარდაჭერით. შიდა ქართლში, პროგრამის პარტნიორი კი, „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრია“.