„ბუსტერ დოზის" გაკეთება და რა თქმა უნდა, პირველ აცრებზე მოქალაქეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დაგვეხმარება, რომ „ომიკრონს" დავხვდეთ მომზადებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი შემდეგი ტალღა, რომელიც რთული გადასატანი იქნება ჯანდაცვისთვის სისტემისთვის, რაც შეეხება „დელტას“,ოდნავი სტაბილიზაცია ფიქსირდება.
„ერთადერთი რაც ცნობილია „ომიკრონის“ შესახებ არის ის, რომ მას ახასიათებს სწრაფი გავრცელება. სწრაფი გავრცელების რისკებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, ნიღაბი და ისევ რეგულაციების დაცვა. ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი მუშაობა, ისევ და ისევ ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურებაზე - ეს არის „ბუსტერ“ დოზის გაკეთება და რა თქმა უნდა, პირველ აცრებზე მოქალაქეების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რომ „ომიკრონს“ დავხვდეთ მომზადებული, რადგან რეალურად ეს იქნება კიდევ ერთი შემდეგი ტალღა, რომელიც რთული გადასატანი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.