სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლა სამი სხვადასხვა სპეციალობის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
I, II, III, IV, V, VI, VII, IX კლასებში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პოზიციაზე ქერეს საჯარო სკოლა პედაგოგს ეძებს. განცხადების პირობების მიხედვით, სამუშაო გრაფიკი კვირაში 15 საათიან დატვირთვას მოითხოვს, ანაზღაურება კი - 400-450 ლარია გათვალისწინებული.
კიდევ ერთი ვაკანსია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგის პოზიციაზეა გამოცხადებული. შერჩეულ კანდიდატს II, V კლასებში მოუწევს მუშაობა კვირაში 5 საათიანი დატვირთვით, რისთვისაც ანაზღაურება 130-150 ლარი იქნება.
ქერეს საჯარო სკოლა ასევე, III, IV კლასებში სამუშაოდ იწვევს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგსაც. შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში 12 საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებას
320-360 ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.
ცნობისთვის, აღნიშნულ ვაკანსიებზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სამივე ვაკანტურ პოზიციაზე მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 24 დეკემბერს ეწურებათ.
განცხადებების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით.