საზოგადოება
15.12.2021 11:09
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 53 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 3 278 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 898 079-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 844 875-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 12 879 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 472, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 286, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 231, კახეთი - 188, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 299, საიდანაც 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 472 პირი.

კვირის ამბები