ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 3 278 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 898 079-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 844 875-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 879 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.48%, ბოლო 14 დღის - 7.46% ხოლო 7 დღის - 6.96%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 472, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 286, გურია - 81, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 231, კახეთი - 188, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 299 საიდანაც 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 472 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი.