საზოგადოება
14.12.2021 16:05
დიდ ბრიტანეთში „ომიკრონით“ პირველი პაციენტის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“, ყოველდღიურად დაახლოებით 200 000 ადამიანი ინფიცირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. 

ამ დროისთვის, ბრიტანეთში ოფიციალურად დადგენილია „ომიკრონით“ დაავადების 5000 შემთხვევა, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად მატულობს და ყოველ ორ-სამ დღეში თითქმის ორმაგდება.

13 დეკემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ომიკრონით“ პირველი პაციენტის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მისივე თქმით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კორონავირუსის ახალი შტამის დიაგნოზით იმყოფებიან საავადმყოფოებში, უმრავლესობა ორჯერ იყო ვაქცინირებული.

ადამიანები უნდა შეეშვან იმაზე ფიქრს, რომ ეს შტამი უფრო მსუბუქია, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ჯონსონი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ურჩევს, რომ სწრაფად ჩაიტარონ რევაქცინაცია.

შეგახსენებთ, რომ მეცნიერების მოსაზრებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ე.წ. ბუსტერული ვაქცინა, ახალი შტამისგან საკმაოდ იცავს ადამიანის ორგანიზმს.

კვირის ამბები