საზოგადოება
14.12.2021 13:10
კირბლის საჯარო სკოლა მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბლის საჯარო სკოლა მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 20-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოხმაურების ბოლო თარიღად 17 დეკემბერია მითითებული.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და 2020 წლის ჩათვლით იყოს სერტიფიცირებული (მინიმუმ უფროსი მასწავლებლის წოდებით).
განცხადებების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ის მეშვეობით.
კვირის ამბები