საზოგადოება
05.12.2019 12:54
საქართველო ინტერნეტის „თავისუფლების“ მსოფლიო რეიტინგის ათეულშია
საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“- ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით, იტალიასთან ერთად, მე-10 ადგილს იკავებს. როგორც ორგანიზაციის ექსპერტ-შემფასებლები აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში, ინტერნეტმომხმარებლების ინტერესები სრულად იყო დაცული. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 75 მიიღო და ინტერნეტის მოხმარების თავისუფლების კუთხით ისეთ განვითარებულ ქვეყნებს გადაუსწრო, როგორიც იაპონია (73 ქულა) და უნგრეთია (72 ქულა).
ცნობისთვის, აღნიშნულ ინდექსს „Freedom House“-ი ყოველწლიურად განსაზღვრავს. ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგის ათეულში კი, ჩვენ ქვეყანასთან ერთად, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, ავსტრალია, კანადა, ესტონეთი და ისლანდია და სომხეთი არიან.
კვირის ამბები