საზოგადოება
14.12.2021 11:37
სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე კანდიდატს ეძებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. შესაბამისი განცხადება უკვე განთავსებულია პორტალზე teacherjobs.ge.
განცხადების პირობების თანახმად, ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V, VI, VII, VIII, IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, თვეში 250-300 ლარია მითითებული.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 17 დეკემბერს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, შერჩეული კანდიდატი ულება-მოვალეობის შესრულებას 2022 წლის 17 იანვრიდან შეუდგება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები