საქართველოს მთავრობამ ტექინსპექტირების პარამეტრების გამკაცრების გადაწყვეტილება გადაავადა, სავალდებულოა თუ არა 1-ლი იანვრიდან კატალიზატორი
ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ იქნება -
საქართველოს მთავრობამ ტექინსპექტირების პარამეტრების გამკაცრების გადაწყვეტილება ისევ გადაავადა. როგორც პრემიერმინისტრის, ირაკლი
ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაშია აღნიშნული, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში ისევ 0,6%-ის დიაპაზონში დარჩება.
შეგახსენებთ, 2022 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილისთვის კატალიზატორის ქონა აუცილებელი უნდა გამხდარიყო და მათი ლამბდა კოეფიციენტი - + 0.3 დიაპაზონს არ უნდა გამცდარიყო. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა გამონაბოლქვზე კონტროლს ორმაგად ამკაცრებდა.