საზოგადოება
14.12.2021 10:59
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 3 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 3 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 894 801-მდე გაიზარდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 722 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 12 826 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა, აჭარა - 239, იმერეთი - 658, ქვემო ქართლი - 215, შიდა ქართლი - 312, გურია - 158, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 301, კახეთი - 170, მცხეთა-მთიანეთი - 131, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 964, საიდანაც 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 479 პირი.

კვირის ამბები