საზოგადოება
13.12.2021 13:33
სამი წლის მათეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სამი წლის მათეს, ცოტა ხნის წინ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. პაციენტი უკვე თვენახევარია, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის შესაბამის კურსს, თუმცა, არსებული პრეპარატებით ჩატარებული ქიმიოთერაპია უშედეგო აღმოჩნდა, ბავშვს სითხე ჩაუდგა მუცლის ღრუსა და სათესლე ჯირკვლებში.  

მათეს ქიმიოთერაპიისთვის სასწრაფოდ სჭირდება უცხოეთიდან შემოტანილი სხვა პრეპარატებით მკურნალობის გაგრძელება, რაც, თავისთავად, სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, ოჯახს კი, შესაბამისი სახსრები აღარ გააჩნია და საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა მშობლის ანგარიშზე: პირადი ნომერი -  43401045704; ანგარიშის ნომერი - GE24BG0000000365854114, მიმღები დედა - დარინა ერაძე.

კვირის ამბები