ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა, ქალაქის საახალწლო ილუმინაციებით განათებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობა, დამდეგი 2022 წლის შესახვედრად გასართობ ღონისძიებებს მხოლოდ ღია სივრცეში გეგმავს.
„საახალწლო სამზადისი წელს გაცილებით ადრე დავიწყეთ, ქალაქის ქუჩებში აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, რამდენიმე დღეში კი, ნაძვის ხის აწყობა-მორთვასაც დავასრულებთ და 19 დეკემბერს სიმბოლურად ავანთებთ. რაც შეეხება უშუალოდ სხვა გასართობ ღონისძიებებს, გეტყვით, რომ მსგავსი აქტივობების მოწყობა ღია სივრცეში, ასევე, იგეგმება 31 დეკემბერს და 7 იანვარსაც “, - აღნიშნა რამაზ შიოშვილმა.