საზოგადოება
13.12.2021 12:32
ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშების დაწყებიდან სამი თვე გავიდა - დღევანდელ ლატარიაში ოთხმა გორელმა მოიგო

„აიცერი და მოიგე“ - საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშების დაწყებიდან სამი თვე შესრულდა. გასული პერიოდის განმავლობაში, ფულადი პრიზი 14 781-მა ვაქცინირებულმა მოქალაქემ მიიღო, რაც შეეხება გათამაშებულ თანხას, ჯამში 2 340 000 ლარი გათამაშდა.

დღევანდელი გათამაშების შედეგების მიხედვით, ლატარიაში ოთხმა გორელმა მოიგო, ოთხივე მათგანს - 100 ლარიანი მოგება ხვდა წილად.

ამასთან, ყოველდღიურ გათამაშებაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა გორში აცრილმა კიდევ ოთხმა მოქალაქემ მოიგო, მათგან ოთხმა 100-ლარიანი, ერთმა კი - 500-ლარიანი პრიზი.

რაც შეეხება ყოველკვირეულ გათამაშებას, სადაც მონაწილეებს 1000-დან 10 000 ლარამდე მოგება შეუძლიათ, ამ კვირის გათამაშებაში ფულადი ჯილდო არცერთ გორელს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ მოგების გადამოწმება საიტზე - stopcov.lotto.ge - შეგიძლიათ, რისთვისაც საჭიროა საიტზე შეხვიდეთ და ძიების ველში პირადი ნომერი მიუთითოთ. საიტზე აღნიშნულია გამარჯვებულების ინიციალები, პირადი ნომრის პირველი და ბოლო ციფრები და დასახელებულია, თუ რომელი ვაქცინითაა აცრილი პირი, ამასთან, მითითებულია გამარჯვებულის აცრის ადგილიც.

ცნობისთვის, ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება, 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაიმართება, სადაც მოქალაქეებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.

კვირის ამბები