საზოგადოება
13.12.2021 11:23
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 46 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 890 813-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 12 777 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 216, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 98, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 65, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747, საიდანაც 6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 515 პირი.

კვირის ამბები