,,გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკების საწოლფონდი კვლავ სრულადაა დატვირთული, 250 სტაციონარული პაციენტიდან 13 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
შრუბის ინფორმაციით, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ გარკვეულწილად იმატა.
,,კვლავ სრული დატვირთვით უწევთ მუშაობა კოვიდკლინიკებს. ,,გორმედის“ ქსელში მოქმედი სამი კოვიდკლინიკიდან, სადაც 250 სტაციონარული პაციენტი იმართება, საწოლფონდი ფაქტობრივად სრულადაა ათვისებული და ახალი პაციენტების მიღება ხდება გამოჯანმრთელებულთა გაწერის საფუძველზე. ამჟამად, მძიმე პაციენტია 13, აქედან 6 - გორის კლინიკაში, 4 - ქარელში და 3 მძიმე პაციენტი გვყავს ხაშურში. დამძიმებული შემთხვევების უდიდესი წილი მოდის არავაქცინირებულ პირებსა და დაგვიანებულ შემთხვევებზე.
რაც შეეხება ვაქცინაციაზე მომართვიანობას, მნიშვნელოვნად არა, თუმცა, გასულ თვესთან შედარებით, გარკვეულწილად მაინც იმატა კოვიდსაწინააღმდეგო აცრების მსურველთა რაოდენობამ, ეს ეხება როგორც პირველად დოზებს, ასევე ბუსტერსაც.
უფრო მეტი კონკრეტიზაციისთვის გეტყვით, რომ, მაგალითად, 2 დეკემბრიდან 9 დეკემბრის, ანუ გუშინდელი დღის ჩათვლით, სამედიცნო ქსელის გორის კლინიკაში პირველი დოზით აიცრა 143 მოქალაქე, რაც შეეხება ბუსტერს, ამ პერიოდში მესამე დოზით აცრილია 26 პირი“, - განაცხადა ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა.