10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღს საფუძველი 1948 წლის 10 დეკემბერს ჩაეყარა, როაცა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.
1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია. დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას და ნორმატიულ აქტს.