გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში შიდა საუბნო გზის 889 სიგრძის მონაკვეთის მოწყობა სრულდება.
ასფალტბეტონის საფარი სოფლის გზის ორივე სარეაბილიტაციო მონაკვეთზე უკვე დაიგო.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება მიერთებების, გადაკვეთებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობაც.
„გზის აღნიშნულ მონაკვეთებს წლებია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შიდა საუბნო გზის ერთ მონაკვეთზე რამდენიმე ათეული წლის წინ დაგებული ასფალტის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შემორჩენილი, მეორეზე კი დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გადადგილებისას მოუწესრიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.