ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 3 454 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 882 822-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442.
კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ დღე-ღამეში და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 631-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარა - 148, იმერეთი - 543, ქვემო ქართლი - 226, შიდა ქართლი - 280, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 723, საიდანაც 6 266 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 555 პირი.